ფეხბურთი

18:57 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: შევიცვალე მხოლოდ ქალაქი და გუნდი, სხვა დანარჩენი იგივე დარჩა”

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი წარმატებული სადებიუტო მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს გაესაუბრა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ იმედი უნდა გაუცრუოს იმ ხალხს, ვინც ფიქრობდა, რომ მისთვის “ბარსელონადან” გადასვლა დამღუპველი იქნებოდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით. მახარებს ის, რომ პირველივე თამაშში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი “ბარსელონას” დატოვება რთული იქნებოდა, მშვიდად ვარ და პსჟ-ში თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ხალხი ფიქრობდა, რომ ჩემთვის ესპანეთიდან სხვა ჩემპიონატში გადასვლა დამღუპველი გამოდგებოდა, თუმცა პირადად მე პირიქით ვფიქრობ. შევიცვალე მხოლოდ ქალაქი და გუნდი, მაგრამ სხვა დანარჩენი იგივე დარჩება”, - უთხრა Aშ-ს ნეიმარმა.

“გენგამთან” სტუმრად 3:0 მოგებულ შეხვედრაში ნეიმარი გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მომდევნო ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე “ტულუზას” დაუპირისპირდება. ეს მატჩი კი ნეიმარისთვის პირველი იქნება, რომელსაც ახალი გუნდის საშინაო არენაზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107779