თამაშგარე

12:15 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუს ცოლის კატალონიური ნოსტალგია

ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს, ლუიშ ფიგუს, შეუძლებელია ქალაქი ბარსელონა და კატალონიელი გულშემატკივრები კარგად ახსენდებოდეს, რადგან როგორც ყველას გვახსოვს, საფეხბურთო კლუბ “ბარსელონადან“ მადრიდის “რეალში“ ფიგუს გადაბარგება კატალონიელმა ქომაგებმა მეტად მტკივნეულად აღიქვეს და გინებისა და ქოქოლის გარდა, პორტუგალიელ ნახევარმცველს ღორის თავიც კი სტყორცნეს.

როგორც ირკვევა, ბარსელონასა და ბარსელონელი ქომაგების მიმართ ლუიშისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს მის ცოლს, ერთ დროს ცნობილ მოდელსა და ეროტიკული ფილმების მსახიობს - ელენ სვედინს, რომელიც ამბობს, რომ მრავალი ქალაქი უნახავს, მაგრამ ბარსელონასთანა ლამაზი და დიდებული ამ ქალაქთა შორის არცერთია.

ჟურნალისტის მიერ ვერაგულად დასმულ კითხვაზე - “ელ კლასიკოს“ დროს ვის მხარესაა - ელენი ამბობს, რომ ქმრის ხათრით საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო მეტად მადრიდელებს ემხრობა, მაგრამ მის გულში კატალონიელებსაც დიდი ადგილი უჭირავთ და “ბარსელონა“ არასოდეს იქნება მეორეხარისხოვანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124116