ფეხბურთი

19:38 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგს "მილანში" უნდა, თუმცა მათ სძინავთ...

დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი მზადაა “მილანში” დაბრუნდეს, თუმცა ერთი პრობლემაა – იტალიურ კლუბს სძინავს! ამის შესახებ გაბონელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა.

კერძოდ, “მილანის” გულშემატკივრები “ობას” იტალიაში დაბრუნებას ურჩევენ და წერილებსაც წერენ. ერთ-ერთ მათგანს კი აფრიკელმა ასე უპასუხა:

“სანდრო, მე მინდა “მილანში” დაბრუნება, მაგრამ მათ სძინავთ... რა შემიძლია გავაკეთო?”, - უპასუხა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, “მილანი” თავდამსხმელს გამალებით ეძებს. თავდაპირველად ალვარო მორატას დამატებას სცდილობდა, ხოლო შემდეგ პიერ-ემერიკის გარდა, ანდრეა ბელოტის გვარმაც გაიჟღერა. და მაინც, ახლა “როსონერისთან” ყველაზე ახლოს “ფიორენტინას” ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩია, რომლის ფასი სხვებთან შედარებით დაბალია.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. 28 წლის ფეხბურთელი “მილანში” 2008-2011 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ ძირითადად სხვა და სხვა გუნდებში იყო განათხოვრებული.

0.123214