ბლოგი

11:08 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპორტზე მეოცნებე დევნილი მოზარდები

რუსეთ-საქართველოს ავადსახსენებლი ომის შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაშისაქართველოშიც და სხვაგანაც მრავალი რამ შეიცვალა და გადასხვაფერდა. არ შეცვლილა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ადამიანების რეალობა. მათიმთავარი პრობლემა, ცხადია,საკუთარ სახლებში დასოფლებში ვერდაბრუნებაა, მაგრამ სამაჩაბლოელებს მრავალი სხვა პრობლემაც აწუხებთ.

ერთ-ერთი მთავარი და ხელშესახები პრობლემა ადგილობრივი ბავშვებისათვის სპორტის ხელმისაწვდომობაა. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომიდან დაიწყო იმაზე საუბარი,რომ დევნილი მოზარდებისათვის სპორტის ნებისმიერ სახეობაზე სიარული უფასო უნდაგამხდარიყო და ამას სახელმწიფოს გარდა, საკუთარ თავზე კერძო კომპანიებიც იღებდნენ. მაგრამ, გავიდა დრო და ვნახეთ, რომ რამდენიმე კარგი მაგალითის მიუხედავად (ზოგიერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ და კერძო კომპანიამ ერთჯერადად დააფინანსა სხვადასხვა სპორტული ჯგუფები), ბევრი არაფერი შეცვლილა და სპორტით დაკავებული დევნილი ბავშების მშობლებს ისედაც მწირი შემოსავლიდან დღესაც თანხების გადადება უწევთ, შვილების სპორტული მომავალი რომ დააფინანსონ.

ბავშვების მიერ ასეთი გზით “მოპოვებული“ დაფინანსება, ცხადია,მყიფეა და თუკი მშობელს რაიმე სახის ეკონომიკური პრობლემა შეექმნება, ოჯახის ბიუჯეტიდან პირველ რიგში ბავშვის სპორტში გადასახდელ ფულს დაზოგავს. უსახსრობის გამო სპორტზე ვერწასვლა მოზარდებისთვის რამხელა ტრავმააცაა - ეს ნამდვილად არაა რთულად გასაგები.

16 წლის გიორგი სულ რაღაც 7 წლის ბიჭუნა იყო,როდესაც ოკუპანტებმა აგვისტოს ომის შემდეგ, სამაჩაბლოში მისი მშობლიური სოფელიმთლიანად გადაწვეს და გაასწორეს მიწასთან. გიორგიმ თავად მაჩვენა ფოტო, რომელზეცლიახვის ხეობაში მისი მშობლიური სახლის ნანგრევებია აღბეჭდილი, უფრო სწორად, ის ადგილი, სადაც სახლი იდგა, რომელსაც ომის მერე ბულდოზერები გადაატარეს და ნასოფლარის კვალიც კი წაშალეს.

ამჟამად დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები გიორგი უკვე 6 წელია, ფეხბურთითაა გატაცებული და როგორც თავად მითხრა, წელიწადში მინიმუმ 1 თვე მაინც იყოისეთი, როდესაც მამამისმა სპორტზე სიარულის თანხა ვერ გადაუხადა და ამის გამო ან თვის ჩაგდება მოუწია, ანდა მწვრთნელთან იმის მტკიცება,რომ ეს პრობლემები მალე მოგვარდებოდა.

გიორგი ამბობს, რომ მისთვის უპირველესად მორალურადაა დამთრგუნველი გამუდმებულად თანხის ძიება და არც ისე შორსაა ის დრო,როდესაც საერთოდ აიღებს ხელს ფეხბურთზე. მით უმეტეს, რომ ტრავმების გამო მისი სპორტული კარიერა არც ისე კარგად წარიმართა, როგორც თავიდან ეგონა.

გიორგის უმცროსი ძმა კოტე თბილისში ჭადრაკზე დადის. მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკის გადასახადი არცთუ დიდია დაპატარა კოტესმწვრთნელიც ისეთი ადამიანი ჰყავს, რომელსაც კარგად ესმის საქართველოში დევნილების თანამედროვე მძიმე ყოფა, კოტესაც ძმის მსგავსად რამდენიმე თვით მოუწია საყვარელ სპორტის სახეობაზე სიარულზე უარის თქმა. მიზეზები ამჯერადაც იდენტურია - უფულობა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დევნილი ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან უკეთ ინტეგრაციისთვის სპორტი და სპორტში ჩართულობა როგორი მნიშვნელოვანია - ამას სპორტის მოყვარული ადამიანების გარდა, ნებისმიერი ბავშვთა ფსიქოლოგი გეტყვით. გარდა ამისა, საეჭვოა, დიდ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენდეს ამ ბავშვების დაფინანსება. ეს სახელმწიფოს გარდა, კერძო კომპანიებსაც ეხება, რომლებიც, ვფიქრობ,ბევრს არაფერს დაკარგავენ, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში თუ ჩადებენ ფულს.

საქართველო პატარა ქვეყანაა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პოტენციალიც ხშირად იმაზებევრად მცირე გვაქვს,ვიდრე ეს შეიძლება ბევრს წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ, საქართველოს დასაკარგი მომავალი სპორტსმენები ნამდვილად არ ჰყავს.მით უმეტეს, რომჩვენ იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა უბედურებამ - ოკუპაციამ გადაიარა.

0.112253