ფეხბურთი

12:44 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ არჩევანი “პარი სენ ჟერმენზე” შეაჩერა

“მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის სურვილი გამოთქვა.

Telefoot-ის ინფორმაციით, 18 წლის მოთამაშე პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფს ესაუბრა და სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი ჯერი კლუბებზეა, პსჟ ტრანსფერში 155 მილიონ ევროს იხდის, “მონაკო” 200 მილიონ ევროს ითხოვს.

ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს იწვევდნენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან “ბარსელონა”, “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება პარიზელთა სასარგებლოდ მიიღო და მის არჩევანზე გავლენა პსჟ-ში ნეიმარის გადასვლამ იქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107648