ფეხბურთი

14:17 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: “დრაქსლერი “პარი სენ ჟერმენს” არ დატოვებს”

ახალგაზრდა გერმანელი მოთამაშის იულიან დრაქსლერის აგენტმა “პარი სენ ჟერმენიდან” მისი კლიენტის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო.

ჭორები 23 წლის მოთამაშის “ბარსელონაში” გადასვლის თაობაზე მას მერე აგორდა, როდესაც დრაქსლერის აგენტი ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს.

“პარი სენ ჟერმენი” საუკეთესო გუნდია, რომელიც მშენებლობის გზაზეა და ჩემი კლიენტიც ამ გუნდის ნაწილია. მან უკვე დაიწყო ვარჯიში და ის კლუბს არ დატოვებს”, - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ იულიან დრაქსლერი პსჟ-ს 2016-2017 წლების სეზონში შეუერთდა და 26 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113267