ფეხბურთი

23:40 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსმა” ჟილე დაიმატა

ვეტერანი ბელგიელი ფეხბურთელი გუილამე ჟილე კარიერას “ოლიმპიაკოსში” განაგრძობს. ბერძნული გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი გააფორმა.

გუილამე “ნანტიში” გასულ ზაფხულს “ანდერლეხტიდან” გადავიდა და 41 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან შაბათს ლიგა 1-ის პირველ ტურში “ლილთან” წაგებული (0:3) შეხვედრის ბოლო 15 წუთი ითამაშა. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ჟილეს ბელგიის ნაკრების რიგებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. მან ბოლოს ნაკრების მაისური გასული წლის 29 მარტს, პორტუგალიასთან წაგებულ (1:2) ამხანაგურ მატჩში მოირგო.

0.116466