ფეხბურთი

12:50 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” დემბელე უნდა, “დორტმუნდს” კი 100 მილიონი ევრო

კატალონიის “ბარსელონა” დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევის, უსმან დემბელეს გადაბირებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს 20 წლის მოთამაშე “ბარსასთან” კონტრაქტს 7 აგვისტოს გააფორმებს, მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან.

უცხოური მედიის თანახმად, კატალონიელები მზად არიან ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო და ბონუსები გადაიხადონ, თუმცა გერმანელები მასში 100 მილიონ ევროს ითხოვენ.

ახალგაზრდა მოთამაშე “დორტმუნდის” შემადგენლობაში გასული წლის ზაფხულს გადავიდა და დღემდე 49 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 10 გოლია.

0.111441