ფეხბურთი

23:40 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

6:0 - დერბი ერთი გუნდის შესრულებით

თბილისური დერბი უცნაური ანგარიშით დასრულდა. შედეგში მოულოდნელი თითქოს არაფერია, მაგრამ ანგარიში? 6:0 - "საბურთალომ" თბილისურ დერბიში დაჩაგრა "ლოკომოტივი", რომელმაც წინა ტურში ლიდერ თბილისის "დინამოს" მოუგო.

საბურთალოელებმა "ლოკოს" წინა ორ წრეშიც აჯობეს, თუმცა მინიმალური ანგარიშებით (2:1, 2:1), ამჯერად კი პირველივე ტაიმში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.

დავით ვოლკოვმა ჰეთ-თრიქი მიითვალა - ჯერ თავურით შეაგდო, მერე გიორგი ხარაიშვილის ჭკვიანური პასის შემდეგ და კიდევ, პირისპირ გასვლის შემდეგ. კაპიტანმა ხარაიშვილმა თავადაც გაიტანა: საჯარიმოს მისაგომებიდან დაბალი ბურთი.

ბოლო ორი გოლი კი ლაშა შინდაგორიძისა იყო. ნოდარ იაშვილისა და ვოლკოვის პასებით. შემტევებიდან არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ გიორგი კოხრეიძე.

ამ სეზონში ექვსბურთიანი სხვაობა პირველად დაფიქსირდა. ფაქტია, "ლოკომოტივი" მთლიანად მოშლილი იყო, ხოლო "საბურთალომ" ბოლოს 2:52 წუთის განმავლობაში დაიჭირა ბურთი და 42 პასი გააკეთა ისე, რომ მეტოქეს ბურთი არ მიუღია.

ეროვნული ლიგა. 21-ე ტური

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

საბურთალო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 6:0 (5:0)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (ნადარაია 77), თარხნიშვილი, ხარაიშვილი (ჩაბრაძე 66), მამუჩაშვილი, კოხრეიძე, შინდაგორიძე, ვოლკოვი (მუეცი 55)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ნ.ჭანტურია, ანდრონიკაშვილი (მ.კობახიძე 57), უბილავა, ხიდეშელი, გვალია, გოროზია (ქავთარაძე 46), კიკნაძე (დიასამიძ 32), არველაძე, სიხარულიძე

გოლები: 1:0 ვოლკოვი (9), 2:0 ვოლკოვი (15), 3:0 ხარაიშვილი (20), 4:0 ვოლკოვი (29), 5:0 შინდაგორიძე (39), 6:0 შინდაგორიძე (54)

მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულაშემდეგი თამაში
1. დინამო თბ 21 16 1 4 54 15 +39 49 სამ
2. ტორპედო 21 13 5 3 31 14 +17 44 ლოკ
3. სამტრედია 21 13 3 5 33 21 +12 42 დთბ
4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35 29 +6 30 ტორ
5. ჩიხურა 21 9 3 9 28 33 -5 30 დბთ
6. საბურთალო 21 9 2 10 29 27 +2 29 დილ
7. დინამო ბთ 21 7 2 12 17 26 -9 23 ჩიხ
8. დილა 21 5 7 9 24 31 -7 22 საბ
9. კოლხეთი 1913 21 4 7 10 18 35 -17 19 შუქ
10. შუქურა 21 1 5 15 16 54 -38 8 კოლ

0.110111