ფეხბურთი

18:55 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერის აგენტი ბარსელონაშია

კატალონიის “ბარსელონა” იულიან დრაქსლერის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა უკვე მართავს მოლაპარაკებებს გერმანელი ფეხბურთელის აგენტ როჯერ ვიტმანთან, რომელიც ბარსელონაში იმყოფება.

ჯერჯერობით შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ სხვა და სხვა გამოცემების ცნობით ნეიმარის პსჟ-ში გაშვების შემდეგ რეალურია, რომ დრაქსლერმა პირიქით, ესპანეთს მიაშუროს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” აქტიურად უკავშირებენ უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს. კატალონელთა მთავარი სამიზნე კი სწორედ “ლივერპულის” ბრაზილიელი შემტევია. და მაინც, არაა გამორიცხული “კამპ ნოუზე” მასთან ერთად იულიან დრაქსლერიც ვიხილოთ.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ დრაქსლერი “პარი სენ ჟერმენს” მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და პარიზში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.635683