ფეხბურთი

18:25 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "იუვენტუსში" ჩემი არ ესმოდათ"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მცველმა დანი ალვეშმა ტურინის “იუვენტუსის” დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, იტალიური გუნდი არ იყო მისი სტილის და ამიტომ, ბედნიერი არ იყო.

“იუვენტუსი” შემტევ ფეხბურთს არ თამაშობდა. მე ბურთთან ხშირი კონტაქტი მიყვარს, მაგრამ ტურინში ასე არ ხდებოდა. მათ ჩემი სათამაშო სტილი არ ესმოდათ - იქ ბედნიერი არ ვყოფილვარ. მიუხედავად ამისა, “იუვეს” მადლობელი ვარ”, - აღნიშნა ალვეშმა პსჟ-სა და “ამიენის” შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, დანი ალვეში “იუვენტუსში” ერთი წლის წინ გადავიდა, თუმცა მიმდინარე ზაფხულს კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და “პარი სენ ჟერმენში” გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109851