საფეხბურთო გუნდი "ბასტია" მომდევნო სეზონს მეხუთე დიზიონში დაიწყებს. გუნდი გასულ სათამაშო წელს ლიგა 1-ში იბრძოდა, თუმცა ჩემპიონატიდან გავარდა და ფინანსური ფეირ პლეის წესების დარღვევის გამო საბოლოოდ მესამე დივიზიონამდე დააქვეითეს.
მაისშივე ცნობილი გახდა, რომ კლუბი გაკოტრდა და პრეზიდენტი პიერ-მარი ჟერონიმი ფეხბურთიდან 5 წლით მოკვეთეს. საბოლოოდ კლუბი გულშემატკივრებს გადაეცათ და კორსიკული გუნდი ახალ სეზონს რანგით მეხუთე დივიზიონში დაიწყებს.