ფეხბურთი

22:53 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბადშტუბერი "შტუტგარტის" ფეხბურთელია

მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი მომდევნო ერთი სეზონის განმავლობაში "შტუტგარტში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგაში დაბრუნებული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ბადშტუბერს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და "შტუტგარტს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში ჰოლგერი "შალკეში" იჯარის წესით თამაშობდა და სულ 16 მატჩი ჩაატარა.

0.126092