ფეხბურთი

0:00 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია

ნეიმარის სატრანსფერო საგას ბოლო მოეღო. “პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი უკვე პარიზული კლუბის ფეხბურთელია.

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პარიზელთა ოფიციალურ განცხადებაში არაფერი წერია სატრანსფერო თანხაზე და მოთამაშის ხელფასზე, თუმცა როგორც აქამდე არაერთხელ დაიწერა, გარიგების ღირებულება 222 მილიონი ევროა, ხოლო მოთამაშის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონას” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და 186 მატჩში 105 გოლის გატანა მოახერხა. მან კატალონიურთან გრანდთან ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131654