ფეხბურთი

12:19 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მესამე ადგილისთვის მატჩიც წააგო (VIDEO)

მიუნხენის "ბაიერნისთვის" აუდის თასის გათამაშება წარუმატებლად დასრულდა. "ლივერპულთან" მარცხის (0:3) შემდეგ "რეკორდმაისტერმა" საკუთარ "ალიანს არენზე" მესამე ადგილისთვის მატჩიც წააგო. მიუნხენელები "ნაპოლისთან" 0:2 დამარცხდნენ.

კარლო ანჩელოტის გუნდის მიერ ამ ზაფხულს ნაჩვენებ შედეგებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, "ბაიერნი" ახალ სეზონს იდეალურ ფორმაში ვერ ხვდება. 7 თამაში, 2 მოგება, ერთი ფრე და 0:4 "მილანთან", 0:2 "ინტერთან", 0:3 "ლივერპულთან", 0:2 "ნაპოლისთან" - მართალია, ეს თამაშები მოსამზადებელი ხასიათის იყო და ძნელია რაიმეს მტკიცება, თუმცა ფაქტია, გარკვეულ პრობლემებზე მიანიშნებს.

ახალ სეზონში პირველი გამოცდის ჩაბარება მიუნხენელებს 5 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასზე, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117674