სხვა

14:53 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო  
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. დარჩა 8 დღე

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში მოიგო ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში 39-38 მოუგო დანიას. ტურნირი 18-30 ივლისს გაიმართა ალჟირში, ხოლო 8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ქვედა ასაობრივი კატეგორიის, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატია.

ნახევაარფინალში ესპანეთმა 26-21 მოუგო გერმანიას, ხოლო დანიამ 37-34 აჯობა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს, საფრანგეთს. ფინალის გმირი გახდა ესპანელთა მეკარე ხოან ლედო. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ მან მოიგერია დანიელთა შვიდმეტრიანი და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ოვერტაიმში ანგარიში 38-38 იყო, ბოლო შეტევისთვის კი დანიას 14 წამი ჰქონდა დარჩენილი და უმეკარეოდ, 7 მოთამაშით უტევდა. ლედომ მოიგერია ბოლო დარტყმა და ზედ ბოლო წამზე, დანიელ დუიშებაევმა საკუთარი მოედნიდან, ცარიელ კარში გაიტანა გამარჯვების გოლი - 39-38. ესპანეთი პირველად გახდა 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონი. ტურნირი 1977 წლიდან იმართება.

ამ ზაფხულს კიდევ რამდენიმე ასაკობრივი ტურნირი იმართება. 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში უკვე დაიწყო, ხოლო 17-წლამდელები 10-20 აგვისტოს ითმაშბე სლოვაკეთში. დიორში, უნგრეთი, დასრულდა 17-წლამდელთა ტურნირები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამით, რომელიც მოიგეს უნგრელმა გოგონებმა და გერმანელმა ჭაბუკებმა.

ხელბურთი. ახალგაზრდული მსოფლი ჩემპიონატი. ალჟირი, 18-30 ივლისი, 2017. 1. ესპანეთი 2. დანია 3. საფრანგეთი 4. გერმანია - 5. უნგრეთი 6. მაკედონია 7. ტუნისი 8. რუსეთი - 9. სლოვენია 10. ხორვატია 11. ნორვეგია 12. ისლანდია 13. არგენტინა 14. ალჟირი 15. შვედეთი 16. ფარერის კუნძულები - 17. ეგვიპტე 18. ბრაზილია 19. კორეა 20. საუდის არაბეთი - 21. ყატარი 22. მაროკო 23. ჩილე 24. ბურკინა ფასო

ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. დიორი, უნგრეთი, 24-29 ივლისი. გოგონები. 1. უნგრეთი 2. რუმინეთი 3, დანია 4. რუსეთი 5. საფრანგეთი 6. ნორვეგია 7, მონტენეგრო 8. ჰოლანდია ჭაბუკები. 1. გერმანია 2. სლოვენია 3. ხორვატია 4. საფრანგეთი 5. დანია 6. ესპანეთი 7. უნგრეთი 8. ისლანდია

0.116883