ფეხბურთი

20:29 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" ზედიზედ მეორე მოგება

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორედ მოიგო და ორივე შეხვედრაში ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი. ჯერ "ლოკომოტივთან", ამჯერად კი "დილასთან".

მე-7 წუთი იყო, როცა ბრაზილიელმა პედრინიომ საჯარიმო ზუსტად შეასრულა და "დილა" დააწინაურა. თუმცა პირველ ტაიმში თემურ შონიამ გაათანაბრა, როცა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი გივი ქარქუზაშვილს შეეხო და მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა მოგერიება ვერ შესძლო - 1:1.

გადამწყვეტი ბურთი კი ასე გავიდა: ყველაზე აქტიურმა ფეხბურთელმა თემურ ჩოგაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, შონიამ თავით უცვალა ბურთს მიმართულება და ამას ელგუჯა გრიგალაშვილის აუღებელი დარტყმა მოჰყვა - 1:2.

ბოლოს ფლავიო ნუბიოს ჰქონდა შანსი და არაზუსტად დაარტყა. ისე კი, ბათუმელების მოგებას არალოგიკურს ვერ დაარქმევდით - უკეთ ითამაშეს სტუმრებმა. ახლა ბათუმის "დინამოა" მეშვიდეზე და მერვეზე "დილა" დაქვეითდა. ისე გამოვიდა, რომ ადგილები გაიცვალა.

ეროვნული ლიგა. მე-20 ტური

27 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა (გორი) - დინამო (ბათუმი) 1:2 (1:1)

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, პაპავა, ქარქუზაშვილი (კვახაძე 46), გაგოშიძე, რაზმაძე, ძარია, პედრინიო (მოდებაძე 75), ნუბიო, კირკიტაძე (კირკიტაძე 16), ტარავალიე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დინამო ბთ: შოვნაძე, ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, შონია, თევდორაძე (ვარშანიძე 73), მარცვალაძე, ჩოგაძე (კვანტალიანი 80), კვასოვი

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გოლები: 1:0 პედრინიო (7), 1:1 შონია (40), 1:2 ე.გრიგალაშვილი (71)

გაფრთხილება: პედრინიო, მაჩაიძე, კვახაძე, ძარია, პაპავა - შონია, სუხიაშვილი, მარცვალაძე, კვასოვი

მსაჯი: ნინუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135612