ფეხბურთი

14:44 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მზადაა სანჩესი "მილანში" გაუშვას

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი რენატუ სანჩესი "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა. როგორც calciomercato.com-ი იუწყება, გერმანელები მზად არიან ფეხბურთელი 48 მილიონ ევროდ გაყიდონ, ოღონდ "როსონერი" 5 მილიონს ერთწლიან იჯარაში გადაიხდის და შემდეგ გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი მზადაა იტალიაში გადაბარგდეს, რადგან "ბაიერნში", კარლო ანჩელოტის ფორმაციის გუნდში 19 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რენატუ გასულ ზაფხულს "რეკორდმაისტერებმა" 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა სანჩესი მხოლოდ 25 შეხვედრაში ათამაშა, ისიც უმეტესად ნახევარმცველი შეცვლებზე შედიოდა და თავი არაფრით გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101476