ფეხბურთი

22:59 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” მერინიო ინათხოვრა

“დორტმუნდის” ახალგაზრდა ჩამშლელი ნახევარმცველი მიკელ მერინიო “ნიუკასლში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ესპანელი “კაჭკაჭების” რიგებში ერთი სეზონის განმალობაში იჯარის წესით იასპარეზებს.

მერინიო “დორტმუნდში” გასულ ზაფხულს “ოსასუნადან” გადავიდა. მას ახალ კლუბში ფეხის მოკიდება გაუჭირდა და გასულ სეზონში მოედანზე გასვლა მხოლოდ 9-ჯერ მოუწია (სულ 311 წუთი).

0.109574