სხვა

15:19 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი ქართველებისგან მხარდაჭერას ელის
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 11 დღე

სერბული ხელბურთი ევროპაში სუსტი არასდროს ყოფილა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტიაო ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთ-ერთ მოწინავეთა რიგებში კი უნდა მოვიხსენიოთ. მეტიც, 8-20 აგვისტოს, თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდთა რამდენიმე მთავარი მწვრთნელი სერბეთის ნაკრებს საპრიზო სამეულში გასვლასაც კი უწინასწარმეტყველებს. გთავაზობთ ინტერვიუს სერბეთის 19-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მენეჯერთან ვლადიცა სპასოევიჩთან.

კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფი თავისი შემადგენლობით ყველაზე რთულია ამ ჩემპიონატზე. 4 გუნდი ევროპის კონტინენტიდააა, რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ასევე არ უნდა დავივიწყოთ ტუნისიც, რომელსაც ხელბურთის გარკვეული ტრადიციები გააჩნია. ვფიქრობ, ნებისმიერ გუნდს ექნება შანსი გავიდეს მერვედფინალში.

ქართული ხელბურთის ან საქართველოს ჭაბუკთ ნაკრების შესახებ რა იცით?

ნუ გაიკვირვებთ და ქართული ხელბურთის შესახებ ბევრი რამე ვიცი. მე ვიყავი სახელბურთი კლუბ „მეტალოპლატიკას“ მენეჯერი, სადაც ქართველი ხელბურთელები – დათუკაშვილი,თევზაძე, მსხვლიძე და ჩიქოვანი თამაშობდნენ. მათგან ქართულ ხელბურთზე ზღვა ინფორმაცია გავიგე. ასევე მიამბეს ზოგადად საქართველოს შესახებაც, რომელიც რაღაცით სერბეთსაც მოგაგონებთ. რამდენიმე ისტორიული დეტალით საქართველო კავკასიაში და სერბეთი ბალკანეთზე ძალიან გვანან ერთმანეთს.

როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?

ვფიქრობ, ჩვენ ვეკუთვნით „საიდუმლო“ ფავორიტების ჯგუფ, რომელსაც სიურპრიზის მოხდენა შეუძლია. ვფიქრობ, თბილისში უკეთეს შედეგს მივაღწევთ, ვიდრე ეს ხორვატიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ. არ დაგიმალავთ და მხარდაჭერას ველოდები ქართველი გულშემატკივრებისგანაც.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვეგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 ხორვატია-პორტუგალია 12:00 არგენტინა-ვენესუელა 21:00 ბრაზილია-კორეა

10 აგვისტო: 16:00 პორტუგალია-არგენტინა 18:00 კორეა-ხორვატია 20:00 ვენესუელა-ბრაზილია

11 აგვისტო: 16:00 ხორვატია-ვენესუელა 18:00 არგენტინა-ბრაზილია 20:00 პორტუგალია-კორეა

13 აგვისტო: 16:00 არგენტინა-კორეა 18:00 ბრაზილია-ხორვატია 20:00 ვენესუელა-პორტუგალია

14 აგვისტო: 16:00 ვენესუელა-კორეა 18:00 ბრაზილია-პორტუგალია 20:00 ხორვატია-არგენტინა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 (21-24) 6A-6B, 11:45 (17-20) 5A-5B, (1/8): 14:00 1B-4A, 16:15 3D-2C, 18:30 3B-2A, 20:45 1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 (21-24) 6C-6D, 11:45 (17-20) 5C-5D, (1/8): 14:00 3C-2D, 16:15 1A-4B, 18:30 3A-2B, 20:45 1C-4D

17 აგვისტო. მეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 19-20 ადგ, 11:45 17-18, 14:00 11-12, 16:15 9-10 (1/4): 18:30 1B-4A/3D-2C, 20:45 3B-2A/1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 23-24 ადგ, 11:45 19-20, 14:00 15-16, 16:15 13-14 (1/4): 18:30 3C-2D/1A-4B, 20:45 3A-2B/1C-4D

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

მთავარ დარბაზში: 12:30, 15:00 5-8 ადგილები - 17:30, 20:00 1-4 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები.

მთავარ დარბაზში. 10:30 7-8 ადგ, 13:00 5-6 ადგ, 15:30 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114591