სხვა

11:14 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა თბილისში იმედიანად მოდის
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 12 დღე

ხელბურთში, ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს არგენტინამ 2011 წელს უმასპინძლა, თუმცა სამხრეთ ამერიკელებმა შინაურ კედლებში თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. ხელშესახებ წარმატებას არგენტინელებმა 2007 წელს მიაღწიეს, როდესაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

არგენტინა იმ 24 გუნდშია, აგვისტოში თბილისის ოლიმპიური სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატში რომ მიიღებს მონაწილეობს. ისინი C ჯგუფში, ხორვატიასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ კორეასთან, ვენესუელასთან და პორტუგალიასთან გაარკვევენ ურთიერთობას და თავისთავად პლეი-ოფში გასვლასაც შეეცდებიან.

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს არგენტინის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ოსვალდო ლოპესთან.

- რამდენად კმაყოფილი ხართ წილისყრის შედეგებით?

- ასე გიპასუხებდით - სადაც ხორვატიის ნაკრებია ის ჯგუფი ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესია. ასე რომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ და ვცდილობთ თქვენს გუნდზე უფრო მეტი და მეტი გავიგოთ. მართალია, ერთ ჯგუფში არ ვართ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომელიმე ეტაპზე ერთმანეთს გადავეყაროთ.

- თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი ნაკრების შანსებზე რას იტყოდით?

- ჩვენ მუდამ ოპტიმისტურად და იმედიანად ვართ განწყობილნი. დარწმუნებული ვარ ტურნირის მსვლელობის პერიოდში თამაშის ხარისხს უფრო და უფრო გავაუმჯობესებთ.

- მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ხართ?

- მოსამზადებელ ეტაპზე ხელისშემსლელი ფაქტორები არ გვაქვს. შეკრებას ბუენოს აირესში გავდივართ და ყველაფერი იდეალურადაა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ბაჰრეინში ვითამაშებთ, რათა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ.

- 3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს…

- ხორვატია, საფრანგეთი და საერთოდაც ნებისმიერი ევროპული გუნდი.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვეგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 ხორვატია-პორტუგალია 12:00 არგენტინა-ვენესუელა 21:00 ბრაზილია-კორეა

10 აგვისტო: 16:00 პორტუგალია-არგენტინა 18:00 კორეა-ხორვატია 20:00 ვენესუელა-ბრაზილია

11 აგვისტო: 16:00 ხორვატია-ვენესუელა 18:00 არგენტინა-ბრაზილია 20:00 პორტუგალია-კორეა

13 აგვისტო: 16:00 არგენტინა-კორეა 18:00 ბრაზილია-ხორვატია 20:00 ვენესუელა-პორტუგალია

14 აგვისტო: 16:00 ვენესუელა-კორეა 18:00 ბრაზილია-პორტუგალია 20:00 ხორვატია-არგენტინა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 (21-24) 6A-6B, 11:45 (17-20) 5A-5B, (1/8): 14:00 1B-4A, 16:15 3D-2C, 18:30 3B-2A, 20:45 1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 (21-24) 6C-6D, 11:45 (17-20) 5C-5D, (1/8): 14:00 3C-2D, 16:15 1A-4B, 18:30 3A-2B, 20:45 1C-4D

17 აგვისტო. მეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 19-20 ადგ, 11:45 17-18, 14:00 11-12, 16:15 9-10 (1/4): 18:30 1B-4A/3D-2C, 20:45 3B-2A/1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 23-24 ადგ, 11:45 19-20, 14:00 15-16, 16:15 13-14 (1/4): 18:30 3C-2D/1A-4B, 20:45 3A-2B/1C-4D

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

მთავარ დარბაზში: 12:30, 15:00 5-8 ადგილები - 17:30, 20:00 1-4 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები.

მთავარ დარბაზში. 10:30 7-8 ადგ, 13:00 5-6 ადგ, 15:30 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112406