სხვა

13:55 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო ლირა: ჩვენი მიზანი მეორე ეტაპზე გასვლაა
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 13 დღე

ჩილეს 19 წლამდე სახელბურთო ნაკრები გრანდთა რიცხვს არ განეკუთვნება, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ სამხრეთამერიკელები მსოფლიოს ჩემპიონატზე და 24 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ უკვე თავისთავად ბევრს ნიშნავს. ბაზელში გამართულმა წილისწყრამ ჩილელებს B ჯგუფი არგუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.

იმ 23 ნაკრებს შორის, რომლებიც აგვისტოში თბილისში ჩამოვლენ, ჩილელები ყველაზე ადრე 31 ივლისს გვეწვევიან. ნიშანდობლივია, რომ ჩილეს ჭაბუკთა ნაკრების 10 მოთამაშე ამჟამად ალჟირში მიმდინარე მსოფლიოს 21 წლამდე ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავს.

გთავაზობთ ინტერვიუს ჩილეს 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კლაუდიო ლირასთან.

-ბატონო ლირა, როგორ შეაფასებდით B ჯგუფს, სადაც მოგიწევთ ასპარეზობა?

-ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებოდით და ვინ იქნებოდნენ ჩვენი მეტოქეები. მთავარი ამოცანა იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე გვეასპარეზა და ეს მიზანი შესრულებულია. შევიძენთ უდიდეს გამოცდილებას იმ ნაკრებების წინააღმდეგ თამაშით, რომლებსაც ხელბურთში ჩვენზე გაცილებით დიდი ტრადიციები აქვთ. ჩილეში ხელბურთის წინსვლისა და განვითარებისთვის თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატი დიდად წაგვადგება.

-როგორ ემზადებით მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის?

-მოსამზადებელი ეტაპი გეგმაზომიერად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. ძირითადად საწრთვნელ პროცესს სამშობლოში გავდივართ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის 10 წევრი ახლა ჩილეს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად ალჟირში მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.

- მსოფლიო ჩემპიონატზე როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?

- უნდა ვაღიაროთ, რომ ჩილეს ნაკრები მაღალი შედეგებისთვის ვერ იბრძოლებს. როგორც თავში ავღნიშნე, ამ ეტაპზე ჩვენ იმითაც კმაყოფილი ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ერთადერთი რასაც გულშემატკივარს ვპირდები არი ის, რომ ყველა მატჩში თავს არ დავზოგავთ, მაქსიმალურად დავიხარჯებით და ვეცდებით ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

-ინტერნეტის საშუალებით, როგორც ჭაბუკთა ნაკრებზე, ასევე ქართულ ხელბურთზე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვეთ. მოხარული ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება.

-დაბოლოს, 3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს…

-საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. ვფიქრობ ყველაზე დიდი შანსი ამ სამეულს ექნება.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვეგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 ხორვატია-პორტუგალია 12:00 არგენტინა-ვენესუელა 21:00 ბრაზილია-კორეა

10 აგვისტო: 16:00 პორტუგალია-არგენტინა 18:00 კორეა-ხორვატია 20:00 ვენესუელა-ბრაზილია

11 აგვისტო: 16:00 ხორვატია-ვენესუელა 18:00 არგენტინა-ბრაზილია 20:00 პორტუგალია-კორეა

13 აგვისტო: 16:00 არგენტინა-კორეა 18:00 ბრაზილია-ხორვატია 20:00 ვენესუელა-პორტუგალია

14 აგვისტო: 16:00 ვენესუელა-კორეა 18:00 ბრაზილია-პორტუგალია 20:00 ხორვატია-არგენტინა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 (21-24) 6A-6B, 11:45 (17-20) 5A-5B, (1/8): 14:00 1B-4A, 16:15 3D-2C, 18:30 3B-2A, 20:45 1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 (21-24) 6C-6D, 11:45 (17-20) 5C-5D, (1/8): 14:00 3C-2D, 16:15 1A-4B, 18:30 3A-2B, 20:45 1C-4D

17 აგვისტო. მეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 19-20 ადგ, 11:45 17-18, 14:00 11-12, 16:15 9-10 (1/4): 18:30 1B-4A/3D-2C, 20:45 3B-2A/1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 23-24 ადგ, 11:45 19-20, 14:00 15-16, 16:15 13-14 (1/4): 18:30 3C-2D/1A-4B, 20:45 3A-2B/1C-4D

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

მთავარ დარბაზში: 12:30, 15:00 5-8 ადგილები - 17:30, 20:00 1-4 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები.

მთავარ დარბაზში. 10:30 7-8 ადგ, 13:00 5-6 ადგ, 15:30 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11634