ფეხბურთი

21:20 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რენატუ სანჩესი: “მილანი” საინტერესო ვარიანტია”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი რენატუ სანჩესი იტალიურ “მილანში” გადასვლაზე თანახმაა. ამის შესახებ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მილანი” საინტერესო ვარიანტია – თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, მე სიამოვნებით დავთანმხდები. ახალგაზრდა ვარ და სათამაშო დრო მჭირდება. ამის შანსი “მილანში” უფრო მექნება, ვიდრე მიუნხენში. ახლა ჩინეთში ვარ გუნდთან ერთად, მაგრამ მიუნხენში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებ და იმედია, გამოსავალს ერთად ვიპოვით”, - თქვა სანჩესმა.

რენატუ სანჩესის გადაბირებით იტალიური გრანდიცაა დაინტერესებული. ეს ინფორმაცია კარლ-ჰაინც რუმენიგემ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დაადასტურა.

რენატუ “ბაიერნში” ერთი წლის წინ “ბენფიკადან” გადავიდა, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება დღემდე ვერ მოახერხა.

0.113115