ფეხბურთი

23:10 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" მწვრთნელს გარჯა დაუფასა

"შტუტგარტის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს, 36 წლის ჰანს ვოლფს კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში ვოლფის ხელმძღვანელობით "შტუტგარტმა" მეორე ბუნდესლიგა მოიგო და უმაღლეს დივიზიონში ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. ჰანესის გაწვრთნილებმა ჯამში 29 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 17 შეხვედრა მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და ამდენივე დაპირისპირებაში მარცხი განიცადეს.

0.114783