ფეხბურთი

23:20 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო “ვალენსიას” დატოვებს

გამოცდილი თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო დიდი ალბათობით “ვალენსიას” დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Superdeporte ავრცელებს.

ნახსენები წყაროს ცნობით, ალვარო “ღამურების” ახალი მთავარი მწვრთნელის მარსელინიო ტორალის გეგმებში არ შედის და მისი წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალია.

როგორც ცნობილია, 31 წლის ფორვარდის შეძენა “ბეშიქთაშს” და რამდენიმე ჩინურ კლუბს სურთ. თავად ნეგრედოს ჩინეთში წასვლა არ უნდა და თურქულ ვარიანტზე ფიქრობს.

ესპანელი ფორვარდი “ვალენსიამ” 2014 წელს “მანჩესტერ სიტიდან” 30 მილიონ ევროდ დაიმატა, თუმცა მან “ლოს ჩეს” იმედები ვერ გაამართლა და 74 მატჩში მხოლოდ 18 გოლის გატანა მოახერხა. ის გასულ სეზონში “მიდლსბროში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც 32-ჯერ ითამაშა და გუნდს 8 გოლით შეეწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120851