ფეხბურთი

19:22 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: “იუვეს” ბონუჩის წასვლა არ დაეტყობა”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ჯორჯო კიელინი ლეონარდო ბონუჩის “მილანში” გადასვლას საჯაროდ პირველად გამოეხმაურა. როგორც იტალიურ მედიას ვეტერანმა ფეხბურთელმა განუცხადა, ბონუჩი ძალიან დააკლდება, თუმცა სათამაშო ხარისხის კუთხით “იუვეს” პრობლემა არ შეექმნება.

“ლეონარდო ყველაფერში გვერდში გვედგა. ბოლო 7 წლის განმავლობაში მასთან, ბუფონთან და ბარძალისთან ერთად უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე ოჯახთან. ამიტომ, ლეონარდო ძალიან დამაკლდება, როგორც ადამიანი.

თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი არყოფნა გუნდს არ დაეტყობა. “იუვენტუსს” ჰყავს 4 მაღალი დონის მცველი და ერთი შესაძლოა კიდევ დაგვემატოს. ამიტომ, დაცვა ისევ ძლიერი იქნება”, - უთხრა კიელინიმ Premium Calcio-ს.

შეგახსენებთ, ლეონაროდ ბონუჩი “იუვენტუსში” 7 წელი თამაშობდა და “მილანში” ერთი კვირის წინ გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111994