სხვა

11:28 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგია, სიკვდილის ჯგუფის კიდევ ერთი ბინადარი
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 16 დღე

ნორვეგიის ნაკრები ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელიც 8-20 აგვისტოს, ხელბურთში, თბილისში, ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნორვეგიული ხელბურთი ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და, ბუნებრივია, სკანდინავიელებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღალ მიზნებს ისახავენ. გთავაზობთ ინტერვიუს ნორვეგიის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანშტეინ ენგრავსლიასთან.

- რა აზრის ხართ A ჯგუფის შესახებ, სადაც ნორვეგიის ნაკრებს მოუწევს თამაში?

- ჩვენი ჯგუფი თამამად შეიძლება სიკვდილის ჯგუფად მოინათლოს. საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი და ეგვიპტე იოლი მეტოქეები ნამდვილად არ იქნებიან. ამიტომაც ვიტყოდი, რომ არ გაგვიმართლა და ყველაზე უხერხულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინააღმდეგობების გვეშინია. მოუთმენლად ველით ჩემპიონატის დაწყებას. ვფიქრობ,ჯგუფის ფავორიტი საფრანგეთია.

- რას ფიქრობთ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე და ზოგადად რა იცით ქართულ ხელბურთზე?

- სამწუხაროდ ქართულ ხელბურთს კარგად არ ვიცნობ და მის შესახებ ცოტა მესმენია. რაც შეეხება თქვენს ჭაბუკთა ნაკრებს, ორი წლის წინ თბილისის ახალაგზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვითამაშეთ, მაგრამ მაშინ ქართველები ჩვენს ჯგუფში არ იყვნენ. ისე კი, ერთ-ორ მატჩს თქვენი ნაკრების მონაწილეობით ტრიბუნებიდან მივადევნე თვალი და რამდენიმე ქართველმა მოთამაშემ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

- როგორ შეაფასებდით ნორვეგიის ნაკრების შანსებს?

- ჩვენი პროგრამა მინიმუმი პლეიოფში თამაშია და ვფიქრობ ამას შევძლებთ, თუმცა შემდეგ იმაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, თუ ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ. საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იდეალური იქნებოდა.

- როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?

- ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ივლისში ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობას ვგეგმავთ, შემდეგ წრთვნას შინ განვაგრძობთ და აგვისტოში საქართველოს ვესტუმრებით.

- დაასახელეთ 3 ნაკრები, რომლებსაც ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვთ.

- ვფიქრობ, ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსები საფრანგეთს, გერმანიას და ხორვატიას ექნებათ.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვეგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 ხორვატია-პორტუგალია 12:00 არგენტინა-ვენესუელა 21:00 ბრაზილია-კორეა

10 აგვისტო: 16:00 პორტუგალია-არგენტინა 18:00 კორეა-ხორვატია 20:00 ვენესუელა-ბრაზილია

11 აგვისტო: 16:00 ხორვატია-ვენესუელა 18:00 არგენტინა-ბრაზილია 20:00 პორტუგალია-კორეა

13 აგვისტო: 16:00 არგენტინა-კორეა 18:00 ბრაზილია-ხორვატია 20:00 ვენესუელა-პორტუგალია

14 აგვისტო: 16:00 ვენესუელა-კორეა 18:00 ბრაზილია-პორტუგალია 20:00 ხორვატია-არგენტინა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 (21-24) 6A-6B, 11:45 (17-20) 5A-5B, (1/8): 14:00 1B-4A, 16:15 3D-2C, 18:30 3B-2A, 20:45 1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 (21-24) 6C-6D, 11:45 (17-20) 5C-5D, (1/8): 14:00 3C-2D, 16:15 1A-4B, 18:30 3A-2B, 20:45 1C-4D

17 აგვისტო. მეოთხინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 19-20 ადგ, 11:45 17-18, 14:00 11-12, 16:15 9-10 (1/4): 18:30 1B-4A/3D-2C, 20:45 3B-2A/1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 23-24 ადგ, 11:45 19-20, 14:00 15-16, 16:15 13-14 (1/4): 18:30 3C-2D/1A-4B, 20:45 3A-2B/1C-4D

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები. მთავარ დარბაზში

12:30, 15:00 5-8 ადგილები - 17:30, 20:00 1-4 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები. მთავარ დარბაზში

10:30 7-8 ადგ, 13:00 5-6 ადგ, 15:30 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114796