ფეხბურთი

16:49 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნატი მიუნხენში დაბრუნდა

"ბაიერნის" მარცხენა გარემარბმა ხუან ბერნატმა "მილანთან" წაგებულ (0:4) ამხანაგურ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და გერმანიაში დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბერნატი აზიურ ტურნეში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს და ისიც უცნობია თუ რამდენი ხნით დააკლდება გუნდს. სრულფასოვან კვლევას ხუანს მიუნხენში ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაზიანების სიმძიმე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111603