ფეხბურთი

23:10 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკა ევროპა ლიგის მიღმა დარჩა

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "ბაიერნთან" მოგებული (4:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კარლოს ბაკა ევროპა ლიგის მიღმა დარჩა. აღნიშნულ შეხვედრაში კოლუმბიელმა მონაწილეობა არ მიიღო.

“ჩვენ ევროპა ლიგის მატჩისთვის ვემზადებით და უკვე ვიცით, რომ კარლოს ბაკა ამ დაპირისპირებაში არ ითამაშებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთდროულად მივიღეთ და ეს არ უკავშირდება მომავალ სატრანსფერო მოვლენებს”, - განაცხადა მონტელამ.

აღსანიშნავია, რომ კარლოს ბაკას მიმართ დიდ ინტერესს იჩენს ფრანგული “მარსელი”, თუმცა დატოვებს თუ არა 31 წლის კოლუმბიელი “მილანს” ჯერჯერობით უცნობია.

0.118492