ფეხბურთი

20:28 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" აუტსაიდერს დიდი ანგარიშით მოუგო

როგორც მოსალოდნელი იყო, "სამტრედიამ" გამარჯვებით დაიწყო მესამე წრე. გია ცეცაძის გუნდი აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" მასპინძლობდა და 4:1 მოუგო.

32-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა თითქმის ნახევარი მოედანი დაფარა, პასი მიაწოდა ნიკა საბანაძეს, რომელმაც დაარტყა და მეკარე გიორგი სომხიშვილმა მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი დავით ჯიქიამ იმარჯვა - 1:0. "შუქურას" ფეხბურთელები (ეს უფრო მცველებზე ითქმის), ამ მომენტში გაჩერებულნი იყვნენ.

ერთ წუთში კი კურიოზული გოლი გავიდა. გელა გოგიტიძემ უკან დაუბრუნა ბურთი სომხიშვილს, რომელმაც ვრ მოიგერია, ფეხი ააცილა და 2:0. ისე, მხოლოდ მეკარის ბრალი არ ყოფილა, გოგიტიძემ ძლიერად, თან პირდაპირ კარის გასწვრივ და თანაც ცოტა მაღალი ბურთი მიაწოდა სომხიშვილს.

კოტდივუარელმა ფორვარდმა ანტე გიიმ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი დუბლით აღნიშნა. მან 50-ე წუთზე ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და 3:0 გახადა ანგარიში, ხოლო ბოლოს დაცვის შეცდომით ისარგებლა, ბოლომდე იბრძოლა და ტექნიკური დარტყმით დაასრულა - 4:1.

გიის ორ გოლს შორის, "შუქურას" შემტევმა შერმადინ ართმელაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა. ისე, "შუქურას" ორმა ბრაზილიელმა ახლაწვეულმა ითამაშა: ფელიპემ და მარსელომ. პირველი მათგანი უფრო გამოირჩეოდა, ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია. არც მარსელო გამოიყურებოდა ურიგოდ.

23 ივლისს გაიმართება ტურის კიდევ სამი მატჩი:

17:00. ჩიხურა - დილა, 19:00. დინამო (ბთ) - ლოკომოტივი, 21:00. საბურთალო - ტორპედო

ეროვნული ლიგა. მე-19 ტური

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია - შუქურა 4:1 (2:0)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, ბალდე, დათუნაიშვილი (ბურკაძე 85), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (მარკოზაშვილი 60), გიი (ა.ნინუა 87), ჯიქია, საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

შუქურა: სომხიშვილი, ჩაჩუა, გოგიტიძე, ჩადუნელი, პომაზანი, მარსელო, კლიმიაშვილი (გოგილაშვილი 77), ფელიპე, კახელიშვილი (ღლონტი 64), ა.გურული (ართმელაძე 55), ჩაგელიშვილი

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

გოლები: 1:0 ჯიქია (32), 2:0 გოგიტიძე (33 საკ.კარში), 2:1 ართმელაძე (63), 3:1 გიი (50), 4:1 გიი (80)

მსაჯი: ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109372