ფეხბურთი

20:02 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

BBC: "მანჩესტერ სიტი" "მონაკოს" წინადადებას დათანხმდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" მარცხენა გარემარბი ბენჟამენ მენდი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც BBC იუწყება, "ქალაქელები" საფრანგეთის ჩემპიონის წინადადებას დათანხმდნენ და 23 წლის მოთამაშის ტრანსფერის სანაცვლოდ 52 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

მენდის შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს Sky Sports-ი. ამჯერად მეორე ინგლისური გამოცემა ადასტურებს რომ უახლოეს ხანებში მანჩესტერელები ფეხბურთელს გაიფორმებენ და მენდი პრემიერლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება. ბენჟამენი ლოს ანჯელესში გაფრინდება და "სიტის" წინასასეზონო მზადებაში ჩაერთვება.

ფრანგი "მონაკომ" 2016 წელს "მარსელიდან" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში გარემარბს კუნთის ტრავმა აწუხებდა ხოლმე, თუმცა 39 მატჩის ჩატარება მაინც მოასწრო. მენდიმ თავი 1 გოლით გამოიჩინა, 11 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს ლიგა 1-ის ჩემპიონობაში დაეხმარა. კარგი თამაშის წყალობით დიდიე დეშამმა მცველი საფრანგეთის ნაკრებში მიმდინარე წლის მარტში გამოიძახა და ბენჟამენმა ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩატარებულ სადებიუტი მატჩში შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

0.109593