ფეხბურთი

19:33 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” მბაპეს ახალი ფასი დაადო

“მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ფასი თითქმის გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს 18 წლის მოთამაშის სხვა გუნდში გაშვება არ სურს, მონაკოელები მაინც მზად არიან, 190 მილიონი ევროს ღირებულების წინადადება განიხილონ.

Marca-ს მტკიცებით, მადრიდის “რეალი” მოლაპარაკებებს მართავს “მონაკოსთან” და ცდილობს, ფრანგის ღირებულება შეამცირებინოს.

18 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში ლიგა 1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც მიაღწია. რაც შეეხება მის მონაგარს – 46 მატჩში 26 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

0.108909