ფეხბურთი

19:04 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო შესაძლოა MLS-ში ვიხილოთ

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო კარიერის გაგრძელებას MLS-ში გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის მოთამაშეს “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ის არ გამორიცხავს მომავალში კლუბის დატოვებას.

“ეს იქნება კარგი ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა შემოთავაზებებიც, მე ვესაუბრე რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც აღნიშნულ ჩემპიონატში თამაშობენ და ძალიან კმაყოფილები არიან”, - განაცხადა მასკერანომ.

არგენტინელი კატალონიაში 2010 წელს “ლივერპულიდან” გადაბარგდა და კლუბთან ერთად 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ - ჩემპიონთა ლიგა, ასევე მთელი რიგი ტიტულებისა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101754