ჩოგბურთი

18:35 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუსა თვის საუკეთესო ჩოგბურთელია 

უიმბლდონის ჩემპიონი, ესპანელი გარბინიე მუგურუსა ივნისის თვის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მუგურუსა პირველ ადგილზე ხმების 60%-ით გავიდა, მეორეზე პეტრა კვიტოვაა (29%), ხოლო მესამე ადგილი რეიტინგის პირველმა ნომერმა კაროლინა პლიშკოვამ დაიკავა (11%).

2017 წლეს ექვსივე თვის საუკეთესო ჩოგბურთელების სია ასე გამოიყურება:

იანვარი – სერენა უილიამსი, თებერვალი – ელინა სვიტოლინა, მარტი – ელინა სვიტოლინა, აპრილი – ლაურა ზიგემუნდი, მაისი – სიმონა ჰალეპი, ივნისი – გარბინიე მუგურუზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110231