ძიუდო

17:08 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩნენ

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დღეს დაწყებულ ორდღიან "ევროპის ღია ტურნირზე” ძიუდოში, საღამოს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში საპრიზო ადგილები 60, 66 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში უნდა შეივსოს, ხოლო ქალებში – 48, 52, 57 და 63 კილოგრამებში. დილის პროგრამაში საქმეში ხუთი ქართველი ძიუდოისტიც ჩაერთო, მაგრამ ხუთივე მეოთხედფინალამდე დამარცხდა და ფინალური ბლოკი საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე ჩაივლის.

ფრიდონ გიგანმა (73 კგ) ძირითად ბადეში ორ მეტოქეს აჯობა და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა. ლუხუმ ჩხვიმიანმა (66 კგ) და ბექა შავდათუაშვილმა (73 კგ) თითო შეხვედრა მოიგეს. ლაშა გიუნაშვილმა (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილმა (57 კგ) კი პირველივე ბრძოლა დათმეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114758