ფეხბურთი

16:39 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მაისურაძე და "პანიონიოსი" დაშორდნენ

ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე ამ ზაფხულს კვიპროსული "ერმისიდან' გადავიდა ბერძნულ "პანიონიოსში", თუმცა ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს: ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა ხელშკრულება.

"პანიონიოსი" ევროპა ლიგაზე გამოდის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ირაკლის არათუ არ უთამაშია, საევროპო განაცხადშიც არ ყოფილა. "პანიონიოსი" მესამე ეტაპზე თელ-ავივის "მაკაბის" ხვდება და როგორც იცით, კლუბს შუძლია ერთი ეტაპის შემდეგ უეფა-ს განაცხადში ცვლილების შეტანა, მაგრამ ქართველი ამჯერადაც სიის მიღმა დატოვეს. ეს ბერძნული პრესის ინფორმაციაა.

ირაკლი მაისურაძე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა რომელიმე კლუბში. თუ სად, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, მაისურაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი - 3 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115533