ფეხბურთი

15:39 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ახალი საკლუბო რეიტინგი: საქართველო 44-ე

გამოქვეყნდა უეფას ახალი საკლუბო რეიტინგი. ეს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპები დასრულდა. საქართველო 44-ე ადგილზეა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5.000 ქულა აქვს. ამჟამად ევროპის 11 ქვეყანას ვუსწრებთ.

შესაძლოა გაგვისწროს ლიტვამ, რომელიც 46-ე საფეხურზეა და ორი კლუბი დარჩენილი ჰყავს ევროპა ლიგაზე. ლიტვას 4.625 ქულა აქვს. ასევე, 48-ეზე მყოფ ლუქსემბურგს ჰყავს ერთი კლუბი ევროპა ლიგაზე. ლუქსემბურგს 4.375 ქულა მოუგროვდა და არაა გამორიცხული, რომ ჩამოგვიტოვონ.

შეგახსენებთ, წლეულს საქართველომ 0.125 ქულა აიღო. მხოლოდ ერთი ფრე და შვიდი მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113112