ფეხბურთი

15:08 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” დაინომრა: მოდრიჩი ახალი ათიანია

ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის “რეალი” 2017-2018 წლების სეზონისთვის დაინომრა. ამ მხრივ ერთი საინტერესო სიახლეა: ლუკა მოდრიჩი ამიერიდან “სამეფო კლუბის” რიგებში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აქამდე ხორვატს 19 ნომერი ეწერა ზურგზე, ხოლო 10 ნომერი ხამეს როდრიგესს ჰქონდა, რომელიც მიუხენის “ბაიერნში” გადავიდა. რაც შეეხება ახალწვეულებს, მარკოს ლიორენტე 18, ტეო ერნანდესი 15, ხესუს ვალიეხო 3, ხოლო დანი სებალიოსი 24 ნომრით ითამაშებს.

მეკარეები: 1. კეილორ ნავასი, 13. კიკო კასილია, 25. რუბენ იანესი;

მცველები: 2. დანი კარვახალი, 3. ხესუს ვალიეხო, 4. სერხიო რამოსი, 5. რაფაელ ვარანი, 6. ნაჩო, 12. მარსელო, 15. ტეო ერნანდესი, 23. დანილო;

ნახევარმცველები: 8. ტონი კროოსი, 10. ლუკა მოდრიჩი, 14. კაზემირო, 16. მატია კოვაჩიჩი, 18 მარკოს ლიორენტე, 20. მარკო ასენსიო, 22. ისკო ალარკონი, 24. დანი სებალიოსი;

თავდამსხმელები: 7. კრიშტიანუ რონალდუ, 9. ქარიმ ბენზემა, 11. გარეტ ბეილი 17. ლუკას ვასკესი 21. ბორხა მაიორალი.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111105