ფეხბურთი

14:06 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ აღარ ხუმრობს: ალექსის სანჩესიც პარიზის გზაზე

ფრანგული პსჟ ნეიმარის პარალელურად ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის ტრანსფერზეც სერიოზულად მუშაობს. Daily Mail-ის ცნობით, პარიზელები “მეთოფეებს” 50 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო თავად ფეხბურთელს ზღაპრულ ანაზღაურებას: კვირაში 390 ათას ევროს.

საგულისხმოა, რომ ალექსისს ასეთ ხელფასს “არსენალი” ვერ გადაუხდის, ამიტომაც, ინგლისელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ჩილელი მალე საფრანგეთში გადაბარგდება.

სანჩესი “არსენალში” 2014 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 144 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.124723