სხვა

12:29 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

იანეზ კლემენჩიჩი: უკიდურესად რთულ ჯგუფში მოვხვდით
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 17 დღე

8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში. განვაგრძობთ მონაწილე გუნდების წარდგენას.

სლოვენიის კაცთა ნაკრები ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. 19-წლამდელთა წინა მსოფლიო პირველობაზე, 2015 წელს, ამ ქვეყნის გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 1998 წელში დაბადებულთა თაობამ, ანუ იმ გუნდმა, რომელიც თბილისში ჩამოდის, 2015 წელს, ოლიმპიურ სასახლეში, მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე, ორივე ფინალი, სლოვენიელებმა მსოფლიო ხელბურთის უპირობო ფავორიტ საფრანგეთთან წააგეს.

მწვრთნელ იანეზ კლემენჩიჩის თქმით, გუნდის ლიდერები არიან გამთმაშებელი ტილენ კოსი და მარჯვენა შუამარბი, ტიმ როზმანი. გთავაზობთ ინტერვიუს სლოვენიის მწვრთნელთან, ტრადიციული 5 კითხვით.

- კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

- D ჯგუფი უკიდერუსად რთულია. ესპანელები, ტრადიციულად, ყველასათვის უსიამოვნო მეტოქეები არიან თავიანთი თანამედროვე სტილით. აქვე გვყავს რუსეთი და სერბეთი - ორი გუნდი ბევრი კვალიფიციური მოთამაშით. ტუნისი აფრიკის ჩემპიონია დაა სერიოზულად იქნება მომზადებული. შესაძლოა, მექსიკა შედარებით იოლი მეტოქე იყოს, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია ყველა რეგიონის საუკეთესო გუნდით და ვიცით, რომ იოლი მატჩები არ გვექნება.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორაცია გაქვთ?

- საქართველოს ნაკრებს ორი წლის წინ, თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შევხვდით და მახსოვს, რომ ამ გუნდმა პრობლემები შეგვიქმნა, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი და, საბოლოო ჯამში, კვალიფიციური გუნდი, თანაც, მსოფლიო ჩემპიონატის საკუთარ კედლებში თამაში ყველა გუნდს საგანგებო მოტივაციას აძლევს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

- თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი ნაკრების შანსებზე რას იტყოდით?

- მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის დიდი მიზანი უნდა დაისახო, თუმცა, ამჯერად მე ასე ვიტყოდი: წლეულს ჩვენი მთავარი ამოცანა მერვედფინალში გასვლა იქნება. მერე კი ვნახოთ, აქედან მოყოლებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ხართ?

- მზადება სრული სვლით მიდის. რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმები აქვს. ჯამში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით, რომ ამ სეზონში ორი წამყვანი მოთამაშე დაგვიშავდა და თბილისში არ გვეყოლება.

- 3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს...

- ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის პოდიუმზე მოხვედრის შანსი სამზე მეტ გუნდს აქვს. საფრანგეთს, ხორვატიას, გერმანიას, ესპანეთს, დანიას...

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვეგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 ხორვატია-პორტუგალია 12:00 არგენტინა-ვენესუელა 21:00 ბრაზილია-კორეა

10 აგვისტო: 16:00 პორტუგალია-არგენტინა 18:00 კორეა-ხორვატია 20:00 ვენესუელა-ბრაზილია

11 აგვისტო: 16:00 ხორვატია-ვენესუელა 18:00 არგენტინა-ბრაზილია 20:00 პორტუგალია-კორეა

13 აგვისტო: 16:00 არგენტინა-კორეა 18:00 ბრაზილია-ხორვატია 20:00 ვენესუელა-პორტუგალია

14 აგვისტო: 16:00 ვენესუელა-კორეა 18:00 ბრაზილია-პორტუგალია 20:00 ხორვატია-არგენტინა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 (21-24) 6A-6B, 11:45 (17-20) 5A-5B, (1/8): 14:00 1B-4A, 16:15 3D-2C, 18:30 3B-2A, 20:45 1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 (21-24) 6C-6D, 11:45 (17-20) 5C-5D, (1/8): 14:00 3C-2D, 16:15 1A-4B, 18:30 3A-2B, 20:45 1C-4D

17 აგვისტო. მეოთხინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 19-20 ადგ, 11:45 17-18, 14:00 11-12, 16:15 9-10 (1/4): 18:30 1B-4A/3D-2C, 20:45 3B-2A/1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 23-24 ადგ, 11:45 19-20, 14:00 15-16, 16:15 13-14 (1/4): 18:30 3C-2D/1A-4B, 20:45 3A-2B/1C-4D

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები. მთავარ დარბაზში

12:30, 15:00 5-8 ადგილები - 17:30, 20:00 1-4 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები. მთავარ დარბაზში

10:30 7-8 ადგ, 13:00 5-6 ადგ, 15:30 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11413