ფეხბურთი

13:35 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: “იუვენტუსში” მნიშვნელოვანი აღარ ვიყავი”

იტალიური “მილანის” მცველი ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსის” დატოვების მიზეზზე საჯაროდ პირველად ალაპარაკდა. როგორც 30 წლის ფეხბურთელმა Gazzetta dello Sport-ს განუცხადა, “ბებერ ქალბატონში” თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვეღარ გრძნობდა.

“ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ახლა მოვიდა ის დრო, როდესაც “იუვენტუსის” და ჩემი გზები უნდა გაყრილიყო. არ ვფიქრობ, რომ მოღალატე ვარ, რადგან მე ამ გუნდს 7 წლის განმავლობაში ყველაფერი მივეცი.

პირდაპირი ადამიანი ვარ და ამიტომ კონფლიქტი ბევრთან მქონია, თუმცა კარდიფის ფინალზე რაც ითქვა, სიმართლე არაა. სიმართლე ისაა, რომ პრობლემები მანამდე დაიწყო და მე “იუვენტუსში” თავს ვერ ვგრნობდი მნიშვნელოვან ფიგურად. ამიტომ, 100%-ით გუნდისთვის ვერ დავიხარჯებოდი. საბოლოოდ კი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ არცერთ მხარეს გვსურდა თანამშრომლობის გაგრძელება. "პალერმოსთან" მომხდარი ინციდენტი, რასაც პორტუში განაცხადს მიღმა დატოვება მოჰყვა, ეს მხოლოდ ბოლო წვეთი იყო. მსგავსი მდგომარეობა ჩემს გარშემო ალეგრის მხრიდან მანამდეც შექმნილა”, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” 2010-2017 წლებში თამაშობდა, ხოლო “მილანში” ერთი კვირის წინ, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109337