ფეხბურთი

11:31 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მორატამ “ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმა

ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალვარო მორატა ახლა უკვე ოფიციალურადაა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი. პირენელმა ფეხბურთელმა “არისტოკრატებთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნისლიან ალბიონზე “რეალის” ექსფეხბურთელის გასამრჯელო სეზონში 9 მილიონი ევრო იქნება.

“აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის “ჩელსიში” თამაში წარმოუდგენელი ემოციაა. ბევრს ვიშრომებ, რომ ბევრი გოლი გავიტანო და ჩემს გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, - განაცხადა მორატამ წარდგენისას.

ალვარო მორატას ტრანსფერი ინგლისის ჩემპიონს 64 მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის თავდამსხმელი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა და ფერნანდო ტორესის რეკორდი დაამხო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115793