ფეხბურთი

1:15 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” მანკილიო გაიფორმა

ესპანელი ფეხბურთელი ხავიერ მანკილიო კარიერას “ნიუკასლში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “კაჭკაჭების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

23 წლის მარჯვენა მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხავიერის სანაცვლოდ, “ატლეტიკომ” 5 მილიონი ევრო მიიღო.

მანკილიო “ატლეტიკოს” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, თუმცა სხვადასხვა პერიოდში “ლივერპულში”, “მარსელში” და “სანდერლენდში” გახლდათ განათხოვრებული და “როხიბლანკოს” მაისურით მხოლოდ 17-ჯერ მოუწია თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100886