ფეხბურთი

1:40 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” შარი დაიმატა

შვეიცარიის ნაკრების ცენტრალური მცველი ფაბიან შარი კარიერას “დეპორტივოში” განაგრძობს. ლა კორუნიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფაბიანი “ჰოფენჰაიმში” 2015 წელს “ბაზელიდან” გადავიდა. მან გასულ სეზონში გერმანული კლუბის მაისური მხოლოდ 7-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110019