ფეხბურთი

22:06 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ "ქაირათი" დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "ქაირათი" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ქართველმა სპეციალისტმა ალმათური გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროპა ლიგაზე ყაზახების წარუმატებელი თამაშის შემდეგ მიიღო. "ქაირათი" ორი მატჩის ჯამში "სკენდერბიუსთან" 1:3 დამარცხდა და ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

ალმათურ გუნდში ცხადაძე 2016 წლის 7 აპრილს მივიდა. ქართველის თავკაცობით "ქაირათი" ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. სულ კახას ხელმძღვანელობით გუნდმა 38 მატჩი მოიგო, 17 დაპირისპირება ფრედ დაასრულა, ხოლო 6 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117236