ფეხბურთი

23:18 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" ვილემსი დაიმატა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს აწ უკვე ყოფილი მარცხენა გარემარბი იეტრო ვილემსი კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვილემსი "სპარტას" აკადემიის აღზრდილია და პსვ-ში 2011 წელს გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ერედივიზიონის გუნდის მაისურით 190 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვილემსის სატრანსფერო ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.

0.121091