ფეხბურთი

21:45 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი და “იუვენტუსი” გადაწყვეტილია

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” გაძლიერებას განაგრძობს. იტალიური გამოცემები გვამცნობენ, რომ ფლორენციის “ფიორენტინას” 23 წლის შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი “იუვეს” ფეხბურთელია.

მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება, რომელსაც ვადა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.

“იუვენტუსი” ფედერიკოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო თუ მომავალში გაასხვისებს, თანხის 10% “იებს” ერგებათ. თავად ფეხბურთელი კი ტურინში წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 11 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11208