კალათბურთი

21:05 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი 22 ივლისს გაიმართება

ხვალ, 22 ივლისს, „თბილისი მოლში“ 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც ქვეყნის მასშტაბით 12 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისის ტურით ლისზე დაიწყო და შემდგომ რეგიონებში გადაინაცვლა.

თბილისში ლისზე გამართული ტურნირიდან ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გავიდა: Old school, Jeo Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle და „არიქა“, რომლებსაც რეგიონების საუკეთესო გუნდები დაემატნენ. ყვარელში ჩატარებული ტურიდან “კახეთი მიქსი“იასპარეზებს, ქუთაისიდან გუნდი “23“, ბათუმიდან გუნდი SWAG და რუსთავიდან - Clutcherhood.

საუკეთესო 12 გუნდი საქართველოს ჩემპიონობის ტიტულისთვის იბრძოლებს და გამარჯვებული გუნდი აგვისტოში რუმინეთში გასამართ ბუქარესტ-ჩელენჯზე იასპარეზებს.

ფინალური ეტაპი თბილისი მოლში 12:00 საათიდან დაიწყება, ფინალური მატჩი კი 17:30 საათზე, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორცილებს.

3X3 კალათბურთის ფინალურ ეტაპზე ტრადიციულად გაიმართება კონკურსები ჩატენვებსა და 3-ქულიან სროლებში.

საქართველოს ტურნე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და რეგიონალური ფედერაციების ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. სატელევიზიო პარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110106