ფეხბურთი

18:12 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “ჩელსიში" კოშტას ადგილი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ “არისტოკრატები” მომდევნო სეზონს დიეგო კოშტას გარეშე დაიწყებენ.

იტალიელმა სპეციალისტმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ ამ თავდამსხმელის თავის გუნდში ხილვა აღარ სურს.

“არ მსურს ლაპარაკი იმ მოთამაშეებზე, რომლებთანაც არ მაქვს კარგი ურთიერთობა”, - განაცხადა კონტემ სინგაპურში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თავად ფეხბურთელსა და მის აგენტს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ კონტესა და კოშტას შორის დაძაბულობა უკვე დიდი ხანია არსებობს და ამ დროის განვავლობაში არაერთხელ თქმულა, რომ კოშტა გუნდს დატოვებდა. გარდა იმისა, რომ მის სახელს “ატლეტიკოს” უკავშირებდნენ, აქტიურად იწერებოდა ჩინეთში გადასვლაზეც, რაზეც თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა.

0.101642