სხვა

15:37 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ველით
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 18 დღე

8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში მსოფლიოს უძლიერესი 24 გუნდის მონაწილეობით. განვაგრძობთ მონაწილე გუნდების წარდგენას და გთავაზობთ ინტერვიუს შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ჯერი ჰალბეკთან.

შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრები სამჯერ, (2007, 2009, 2011) წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და ბუნებრივია საქართველოშიც უმაღლეს მიზნებს ისახავს.

- ბატონო ჰალბეკ, კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

- ჩვენი ჯგუფის უდავო ფავორიტი საფრანგეთია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ A ჯგუფის გამარჯვებული ნებისმიერი სხვა გუნდი გახდეს. სპორტში ხომ ყველაფერი ხდება.

- რა იცით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შესახებ?

- სამწუხაროდ ქართული ხელბურთის შესახებ დიდი განათლებით ვერ დავიკვეხნი. თუ არ ვცდები, ამ რამდენიმე წლის წინ, პარტილეს თასზე ქართულ გუნდს შევხვდით, მაგრამ კონკრეტულად საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრებზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს, ბევრი არაფერი მსმენია. მოუთმენლად ველით თბილისში ჩამოსვლას.

- შვედეთის ნაკრების შანსებს როგორ შეაფასებდით?

- ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თითოეული მატჩის მოგებაა. პატივს ვცემთ, როგორც ჩვენი ჯგუფის წევრებს, ასევე ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს. ყველანაირად ვეცდებით, ჯერ ჯგუფურ ეტაპზე გამოვიჩინოთ თავი, ხოლო შემდგომ პლეიოფშიც მაქსიმუმს მივაღწიოთ.

- მზადების პროცესზე რას იტყოდით?

- მხოლოდ კარგს. ნაყოფიერად ვემზადებით. ივნისის ბოლოს საწვრთნელ შეკრებას გავმართავთ, ხოლო ივლისის მიწურულს ტურნირში ჩავებმებით, სადაც ნორვეგიის, დანიისა და სავარაუდოდ კიდევ ერთი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. საქართველოში გამომგზავრებამდე ვგეგმავთ დასკვნითი ორდღიანი შეკრებაც მოვასწროთ.

- ვის თვლით ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებად?

- ვფიქრობ, ტურნირის მოგების ყველაზე მეტი შანსი საფრანგეთს, გერმანიას და ხორვატიას ექნებათ. ჩემპიონობაზე პრეტენზია შესაძ;ოა დანიამ ან სერბეთმაც განაცხადონ.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვეგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 10:00 ხორვატია-პორტუგალია 12:00 არგენტინა-ვენესუელა 21:00 ბრაზილია-კორეა

10 აგვისტო: 16:00 პორტუგალია-არგენტინა 18:00 კორეა-ხორვატია 20:00 ვენესუელა-ბრაზილია

11 აგვისტო: 16:00 ხორვატია-ვენესუელა 18:00 არგენტინა-ბრაზილია 20:00 პორტუგალია-კორეა

13 აგვისტო: 16:00 არგენტინა-კორეა 18:00 ბრაზილია-ხორვატია 20:00 ვენესუელა-პორტუგალია

14 აგვისტო: 16:00 ვენესუელა-კორეა 18:00 ბრაზილია-პორტუგალია 20:00 ხორვატია-არგენტინა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 (21-24) 6A-6B, 11:45 (17-20) 5A-5B, (1/8): 14:00 1B-4A, 16:15 3D-2C, 18:30 3B-2A, 20:45 1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 (21-24) 6C-6D, 11:45 (17-20) 5C-5D, (1/8): 14:00 3C-2D, 16:15 1A-4B, 18:30 3A-2B, 20:45 1C-4D

17 აგვისტო. მეოთხინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

მთავარ დარბაზში

09:30 19-20 ადგ, 11:45 17-18, 14:00 11-12, 16:15 9-10 (1/4): 18:30 1B-4A/3D-2C, 20:45 3B-2A/1D-4C

მცირე დარბაზში

09:30 23-24 ადგ, 11:45 19-20, 14:00 15-16, 16:15 13-14 (1/4): 18:30 3C-2D/1A-4B, 20:45 3A-2B/1C-4D

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები. მთავარ დარბაზში

12:30, 15:00 5-8 ადგილები - 17:30, 20:00 1-4 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები. მთავარ დარბაზში

10:30 7-8 ადგ, 13:00 5-6 ადგ, 15:30 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 ფინალი

0.116527